Accessibility links

logo-print

"ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება.


უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება. მის მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს საერთო ქულა 64-ია. სამ-სამი ქულითაა შეფასებული პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების მდგომარეობა და ამდენივეთი - თავისუფლების რეიტინგი. ამ სამ კატეგორიაში ქვეყნის საუკეთესო მდგომარეობა 1 ქულით აღინიშნება, ყველაზე ცუდი კი 7-ით. მოსაზღვრე სადავო ტერიტორიების ჩამონათვალში არიან საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, აფხაზეთს 42 ქულა აქვს და ნახევრად თავისუფალია, სამხრეთი ოსეთი კი 11 ქულით არათავისუფალთა კატეგორიაშია.

XS
SM
MD
LG