Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1-5 ივლისს თბილისი უმასპინძლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ დღეს თბილისში მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმად, 1-5 ივლისს საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას. დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც ეუთოს წევრი 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია დაესწრება. "ეუთო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და აქტიური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ევროპის და აზიის, არამედ ამერიკის კონტინენტის წამყვან სახელმწიფოებსაც. ასე რომ, შესაძლებლობა გვექნება, ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორგანიზაციის წინსვლასა და განვითარებაში და ამასთან, გამოვიყენოთ საქართველოს საკითხების უკეთ წამოსაწევად" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს უპირველეს პრობლემად რჩება უსაფრთხოება, ეუთო კი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც ყველაზე მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიის, ევროპის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის.

XS
SM
MD
LG