Accessibility links

logo-print

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დათანხმდა აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიებას


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურორს მისცა უფლება, დაიწყოს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ომის დაწყებამდე და მის შემდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება. ამის შესახებ ნათქვამია სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, მოსამართლეები ხედავენ საფუძველს იმის სავარაუდოდ, რომ საქართველოში „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები“ იქნა ჩადენილი 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, გამოძიება რუსეთის ჯარების, საქართველოს ჯარების, თუ ორივე მხარის მოქმედებაზე იქნება ფოკუსირებული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებით, სავარაუდო დანაშაულებს შორის არის „მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადასახლება და დევნა და სამხედრო დანაშაულები, როგორიც არის თავდასხმები სამოქალაქო პირებზე, განზრახ მკვლელობა და თავდასხმების განზრახ მიმართვა მშვიდობისდამცველების წინააღმდეგ“. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წლის ივლისიდან მოქმედებს და ნიდერლანდში, ჰააგაშია განთავსებული.

XS
SM
MD
LG