Accessibility links

logo-print

უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ცოლი დააჯარიმეს საჭესთან მობილურით საუბრისათვის


უკრაინაში პოლიციამ დააჯარიმა პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ტერეზია იაცენიუკი საჭესთან მობილური ტელეფონით საუბრისათვის. მედიაში გავრცელებული ცნობით, პოლიციამ კიევის ცენტრში 27 იანვარს დააჯარიმა არსენი იაცენიუკის ცოლი: მას 425 ჰრივნის (17 დოლარის) გადახდა მოუწია. პოლიციელმა, რომელმაც ტერეზია იაცენიუკი დააჯარიმა, უარი თქვა ჟურნალისტებთან ამ საკითხზე საუბარზე. ეს შემთხვევა მედიის დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში პოლიცია თავს არიდებს ხოლმე მაღალი რანგის ოფიციალური პირების ნათესავების გაჩერებას და, მითუმეტეს, დაჯარიმებას. უკრაინის პოლიციაში რეფორმები ხორციელდება 2014 წლის თებერვალში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დამხობის შემდეგ. რეფორმებს ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკა ზღულაძე, რომელიც ამჟამად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

XS
SM
MD
LG