Accessibility links

logo-print

გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში


გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში. გამგებლის თანამდებობაზე კენჭს იყრიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ კახაბრიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოჩა ჯამარაული. საქართველოს ცსკ-ის ინფორმაციით, 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 11% შეადგინა. გარდაბანში სულ 71 847 ამომრჩეველია, მათ შორის 688 ვაზიანის სამხედრო ბაზის სპეცუბანზე. გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც შარშან ნოემბერში, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა მუნიციპალიტეტის გამგებელი გარსევან ნიორაძე.

XS
SM
MD
LG