Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მსჯელობენ აზერბაიჯანისთვის დახმარების გამოყოფაზე


საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი განიხილავენ აზერბაიჯანისთვის დახმარების გამოყოფის შესაძლებლობას, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით გამოწვეულ სირთულეებს. სავალუტო ფონდის დელეგაცია ინფორმაციის მოძიების მიზნით ბაქოში იქნება 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე, ვიზიტი აზერბაიჯანის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე გაიმართება - ამ ცნობას ფონდის პრესმდივანი ავრცელებს. „ფაინენშლ ტაიმსმა“ 27 იანვარს გაავრცელა ცნობა, რომ სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები მსჯელობენ აზერბაიჯანისთვის სასწრაფო სესხის ფორმით 4 მილიარდი დოლარისგან შემდგარი პაკეტის გამოყოფაზე, თუმცა თავად ორგანიზაციების პრესმდივნები უარს ამბობენ თანხის რაოდენობის დადასტურებაზე. აზერბაიჯანში საპროტესტო გამოსვლებია, რასაც ბიძგი მისცა ეროვნული ვალუტის სწრაფმა გაუფასურებამ. დეკემბრის შემდეგ მანათმა დოლართან მიმართებით დაკარგა ღირებულების დაახლოებით მესამედი, როცა ცენტრალურმა ბანკმა შეწყვიტა მისი გაცვლითი კურსის კონტროლი და ბევრმა მოქალაქემ დანაზოგები გაიტანა.

XS
SM
MD
LG