Accessibility links

ირანის პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი 28 იანვარს მოლაპარაკებას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან. როგორც ვარაუდობენ, შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ბიზნეს-შეთანხმების შესახებ გავრცელდება განცხადება. ირანის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ისინი აპირებენ დათანხმდნენ შეთანხმებას აირბუსის თვითმფრინავებზე. შესაძლოა კონტრაქტები ასევე გააფორმონ მანქანების მწარმოებელმა კომპანიებმა, პეჟომ და რენომ. როჰანი პარიზში ჩავიდა 27 იანვარს, იტალიაში ვიზიტის შემდეგ - სადაც მან ასევე გააფორმა რამდენიმე ბიზნეს-შეთანხმება. როჰანის თან ახლავს ბიზნესის ლიდერებისგან და მინისტრებისგან შემდგარი, 120-კაციანი დელეგაცია. ვიზიტის მიზანია ბიძგი მიეცეს ახალი ეპოქის დაწყებას, მას შემდეგ, რაც გაფორმდა ისტორიული შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის და დასავლური სანქციების მოხსნის თაობაზე.

XS
SM
MD
LG