Accessibility links

logo-print

პაკისტანში ოთხი პოლიციელი მოკლეს


პაკისტანში ოთხი პოლიციელი მოკლეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებული პირების თავდასხმისას. პოლიციის ცნობით, პოლიციელები მოტოციკლებით მიდიოდნენ, როცა მათ ცეცხლი გაუხსნეს ბელუჯისტანიის დედაქალაქ კვეტაში. თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანელი თალიბების ჯგუფმა. ბელუჯისტანში აქტიურობენ ნაციოლნალისტებისა და სეპარატისტების ჯგუფები, რომლებსაც სურთ ისლამაბადისაგან ავტონომია, ისევე როგორც წილი რეგიონის ბუნებრივი რესურსებით მიღებული შემოსავლებიდან. ბელუჯისტანში ასევე აქტიურობენ თალიბი ექსტრემისტები, ნარკოტრეფიკერები და მთავრობის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული ჯგუფები.

XS
SM
MD
LG