Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბნის რაიონში ამომრჩევლების 33%-მდე მიიღო მონაწილეობა გამგებლის არჩევნებში


გარდაბნის რაიონში ამომრჩევლების 33%-მდე მიიღო მონაწილეობა გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში. ამის შესახებ იუწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 იანვრის საღამოს, 20 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მუნიციპალიტეტის გამგებელი გარსევან ნიორაძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. არჩევნებში მონაწილეობს მხოლოდ ორი კანდიდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ კახაბრიშვილი და „ქართული ოცნებიდან“ გოჩა ჯამარაული.

XS
SM
MD
LG