Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ჯანდაცვის უწყებამ ექსპერტების შეხვედრა დანიშნა ვირუს „ზიკას“ გავრცელების გამო


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარგარეტ ჩანმა დამოუკიდებელი ექსპერტების საგანგებო შეხვედრა დანიშნა ვირუს „ზიკას“ სწრაფად გავრცელებასთან დაკავშირებით. 1 თებერვლისთვის დანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულ ვირუსზე, რომელიც ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს. ჩანი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს ინფიცირებული კოღოებით ვირუს „ზიკას“ გავრცელების საფრთხის გამო. საფრთხე მწვავეა ვაქცინაციისა და მედიკამენტების, აგრეთვე ვირუსის სწრაფად დადგენის შესაძლებლობის არარსებობის გამო. 2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ბრაზილიაში, სადაც აგვისტოში ოლიმპიური თამაშები გაიმართება, აღრიცხულია ინფიცირების 3900-მდე შემთხვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც გაეროს უწყებაა, ვარაუდობს, რომ მომდევნო წლის განმავლობაში სამ-ოთხ მილიონს მიაღწევს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ვირუს „ზიკათი“ ინფიცირების შემთხვევები.

XS
SM
MD
LG