Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 საათზე დაიწყება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა


14 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დაიწყება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. მის დღის წესრიგშია ნატოს ვარშავის სამიტისთის მზადება და თავდაცვის მინისტრის მოხსენება საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობის შესახებ. სხდომას, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, დაესწრება უშიშროების საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელიც სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეა. ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, 17 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საბჭოს შექმნიდან მე-20 წლისთავისდამი მიძღვნილი მიღება.

XS
SM
MD
LG