Accessibility links

logo-print

კრემლი გმობს აშშ-ის წარმომადგენლების განცხადებებს პუტინის კორუმპირებულობაზე


კრემლი „აღმაშფოთებელსა და შეურაცხმყოფელს“ უწოდებს ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორუმპირებულია. თეთრი სახლის პრესმდივანმა 28 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ პუტინის კორუფციაში დადანაშაულება, როცა ის 26 იანვარს "ბი-ბი-სი"-სთან საუბრობდა, ასახავს ვაშინგტონის ადმინისტრაციის შეხედულებას. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 29 იანვარს რუსეთის ტელეარხ „როსია 24“-თან ტელეფონით საუბრისას დაგმო ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება. „თეთრ სახლში ჩემი კოლეგის განცხადებას მიუღებლად მივიჩნევთ - როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ზოგადი პრაქტიკის, ისე ორმხრივი, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის თვალსაზრისით. ამ განცხადებას მივიჩნევთ აღმაშფოთებლად და შეურაცხმყოფელად. ცხადია, მოველით მორიგ განმარტებებს აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან“, - განაცხადა პესკოვმა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ადამ შუბინმა 26 იანვარს განაცხადა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში, რომ პუტინს აქვს გადამალული ქონება, კორუმპირებულია და ზრუნავს თავისი მეგობრებისა და პოლიტიკური მოკავშირეების გამდიდრებაზე.

XS
SM
MD
LG