Accessibility links

რუსეთი აცხადებს, რომ დასრულდა ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება


რუსეთი აცხადებს, რომ დასრულებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, ვლადიმირ მარკინმა 29 იანვარს განაცხადა, რომ ხუთ დაკავებულ პირს წაყენებული აქვს 2015 წლის 27 თებერვალს ნემცოვის შეკვეთით მკვლელობის ბრალდება. ხუთივე დაკავებული ჩეჩენია. მარკინის თქმით, ამასთან, ძებნა არის გამოცხადებული მკვლელობის ორგანიზატორად მიჩნეულ რუსლან მუხუდინოვზე, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უშიშროების ძალების წევრია. მიმდინარე თვეში, 21 იანვარს, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამოაცხადა ნემცოვის მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ. მაგრამ ნემცოვის ნათესავები და ადვოკატები ეჭვით უყურებენ გამოძიებას - მათი ვარაუდით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირების დავალებით მოკლეს.

XS
SM
MD
LG