Accessibility links

მექანიკოსია ეჭვმიტანილი შარშან ეგვიპტეში რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებაში


საინფორმაციო სააგენტო „რეიტერის“ ცნობით, ავიაკომპანია EgyptAir-ის მექანიკოსია ეჭვმიტანილი ეგვიპტეში რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავში ბომბის დამონტაჟებაში, რასაც მოჰყვა 2015 წლის ოქტომბერში ავიაკატასტროფა სინის ნახევარკუნძულზე. ავიაკატასტროფამ შეიწირა თვითმრინავში მყოფი 224-ვე ადამიანის სიცოცხლე. "რეიტერის" ინფორმაციით, მექანიკოსის შესახებ ცნობილია, რომ მისი ახლო ნათესავი იბრძვის სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში. როგორც ეგვიპტე საჯაროდ აცხადებს, მას ჯერ ხელთ არა აქვს მტკიცებულება, რომ თვითმფრინავი ტერაქტის შედეგად ჩამოვარდა.

XS
SM
MD
LG