Accessibility links

logo-print

გერმანიის პროკურორების თანახმად, რუსი ემიგრანტი გოგონას გაუპატიურების ამბავი მოგონილი იყო


გერმანიის ხელისუფალთა თანახმად, 13 წლის გოგონას, რუს ემიგრანტთა შვილის, გაუპატიურების ამბავი, რასაც მოჰყვა დაძაბულობა რუსეთსა და გერმანიას შორის, გამოგონილი იყო. გოგონამ, რომელიც 11 იანვარს დაიკარგა და ერთი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, პოლიციას უთხრა, რომ ის გაიტაცეს და გააუპატიურეს, როგორც მისი ოჯახის წევრებმა თქვეს, ახლო აღმოსავლელმა მიგრანტებმა. ბერლინის პროკურატურის წარმომადგენელმა, მარტინ შტელტნერმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ თავიდანვე ცხადი იყო ჩვენთვის, რომ გაუპატიურების ამბავი სიმართლეს არ ჰგავდაო. მისი თქვით, გოგონას მობილური ტელეფონის მონაცემთა ანალიზმა ცხადყო, რომ გოგონა მთელი ღამე იმყოფებდა თავის 19 წლის მეგობართან ვაჟთან, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი ოჯახთან სკოლის პრობლემების გამო. ჩვენ დავკითხეთ ეს ვაჟი, მასთან გოგონას ნივთებიც ვნახეთ, თქვა შტელტნერმა. პროკურატურამ სექსუალური დანაშაულის გამო საქმის აღძვრის საფუძველი ვერ ნახა. მეგობარი ბიჭი მხოლო მოწმედ გადის საქმეში. ბერლინმა მოსკოვი გააფრთხილა,ნუ მიმართავს საქმის პოლიტიზებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლება სიმართლეს მალავს საშინაო პოლიტიკური კორექტულობის მიზნითო.

XS
SM
MD
LG