Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გამანადგურებელმა სახიფათო მანევრი ჩაატარა აშშ-ის თვითმფრინავის წინააღმდეგ


რუსეთის გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე სახიფათო მანევრი ჩაატარა აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავის წინააღმდეგ როცა ხუთ მეტრში ჩაუფრინა მას. პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის პილოტი, რომელიც ამერიკის თვითმფრინავის გადატაცების მანევრს ატარებდა, სახიფათოდ და არაპროფესიონალურად მოქმედებდა და ამით საფრთხე შეუქმნა როგორც ამერიკულ ეკიპაჟს, ისე საკუთარ თავს. აშშ-ის მხარემ პროტესტი გამოუხატა რუსეთს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები ხშირად ხდებიან ხოლმე საჰაერო გადატაცების ობიეტები.

XS
SM
MD
LG