Accessibility links

logo-print

გერმანიის სპეცსამსახურები: ბუნდესტაგის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას


გერმანიის სპეცსამსახურებში დარწმუნებული არიან, რომ 2014 წელს ბუნდესტაგის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმა რუსეთის ხელისუფლების დავალებით განხორციელდა. როგორც ჟურნალ „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უშიშროების სტრუქტურებში მაღალი რანგის წყარომ, თავდასხმასთან კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვას. მისი თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთი და იმავე ტიპის მთელი რიგი თავდასხმები განხორციელდა გერმანიისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების თავდაცვითი საწარმოების წინააღმდეგ. ბუნდესტაგის შინაგან ქსელზე თავდასხმის შესახებ 2014 წლის მაისში გახდა ცნობილი. მაშინ ჰაკერებმა შეაღწიეს პარლამენტის 14 სერვერზე, მათ შორის - მთავარზე. თავდასხმა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. დღემდე არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა ინფორმაცია მოიპარეს. ეჭვები, რომ თავდასხმის მიღმა რუსეთის სპეცსამსახურები შეიძლება მდგარიყვნენ, მაშინვე გაჩნდა. კრემლმა არაერთხელ უარყო უცხოეთში ჰაკერული თავდასხმების ორგანიზების ბრალდებები.

XS
SM
MD
LG