Accessibility links

logo-print

მოსკოვში აღმოაჩინეს სტრომინკის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა 12 გვამი


მოსკოვში აღმოაჩინეს სტრომინკის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა 12 გვამი. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი იტყობინება. ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა. ერთ-ერთი ჩვილი იყო. ხანძარი შაბათს ღამით მოხდა სამკერვალო საამქროში, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, მიგრანტები ცხოვრობდნენ. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს, მაგრამ მოგვიანებით ჩაინგრა სახურავი. მას მერე, რაც შემთხვევის ადგილზე გვამები იპოვეს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორი და მეტი პირის მკვლელობის მუხლით. როგორც ინტერფაქსი იტყობინება სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, ნაპოვნია ცეცხლის გავრცელების ორზე მეტი წყარო. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ხანძრის მიზეზი გახდა განზრახ ცეცხლის წაკიდება.

XS
SM
MD
LG