Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკში მომხდარ აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა


სირიის დედაქალაქ დამასკში ორი აფეთქება მოხდა. დაიღუპა, სულ მცირე, 45 ადამიანი, 100-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. სირიის ტელევიზიის ცნობით, აფეთქებები მოხდა შიიტური სალოცავის მახლობლად. ჯერ აფეთქდა დანაღმული ავტომობილი. მეორე ბომბი კი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. ამასობაში სირიის ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფის, „მოლაპარაკებების უზენაესი კომიტეტის“ დელეგაცია ჩავიდა ჟენევაში, გაეროს შუამავლობით მოწყობილ მოლაპარაკებებზე, რომლის მიზანია სირიის კონფლიქტისთვის ბოლოს მოღება. მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, მიიღებს თუ არა ის მოლაპარაკებებში მონაწილეობას. როგორც იტყობინებიან, 31 იანვარს ჯგუფის წარმომადგენლები გაეროს მედიატორს შეხვდნენ, მას შემდეგ, რაც დაიმუქრნენ, რომ დატოვებენ ჟენევას. „მოლაპარაკებების უზენაესი კომიტეტი“ დამასკისგან მოითხოვს, ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლოს ქალები და ბავშვები და ალყაშემორტყმულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის ნებართვა გასცეს.

XS
SM
MD
LG