Accessibility links

logo-print

მოგერინი: დამასკის ტერაქტები სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავს მიზნად


საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, განაცხადა, რომ კვირას დამასკში შიიტური სალოცავის მახლობლად მომხდარი აფეთქებები სირიის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდა, გააგრძელონ დიალოგი მიუხედავად დამასკში მომხდარი ტერაქტისა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. აფეთქებების შედეგად დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, 100-ზე მეტი დაიჭრა. სირიის ტელევიზიის ცნობით, აფეთქებები მოხდა შიიტური სალოცავის მახლობლად. ჯერ აფეთქდა დანაღმული ავტომობილი. მეორე ბომბი კი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა.

XS
SM
MD
LG