Accessibility links

ქაბულში აფეთქებამ ოცი ადამიანი მოკლა


ძლიერი აფეთქება მოხდა ქაბულის პარლამენტის შენობასთან და პოლიციის ოფისთან. ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში აფეთქებამ, შინაგა საქმეთა სამინისტროს თანახმად, მოკლა სულ მცირე, ოცი ადამიანი. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აიუბ სალანგიმ განაცხადა, რომ 20 პირია დაშავებული აფეთქების შედეგად, რომელიც, ასევე, ზოოპარკთან მოხდა. პოლიციის თანახმად, აფეთქება მოხდა ადამიანთა რიგში, რომელიც პოლიციის შესასვლელთან იდგა. დაღუპულა შორის ორი პოლიციელია. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG