Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი მოსკოვში ჩავიდა


ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი საერთაშორისო საკითხებში, ალი აქბარ ველაიათი მოსკოვში ჩავიდა რუსეთის მაღალი რანგის პირებთან შესახვედრად, ასევე პოლიტიკურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მსჯელობის თემებია მსოფლიო საკითხები, რეგიონული თანამშრომლობა, ასევე უსაფრთხოება. ველაიათი მიიწვია რუსეთის დედაქალაქის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა. თეირანის დატოვებისას ველაიათიმ თქვა, რომ ირანსა და რუსეთს შეუძლიათ ერთობ კონსტრუქციულ როლი ითამაშონ მშვიდობის საკითხში და საერთაშორისო ურთიერთქმედების განვითარების საქმეში. ველაითიმ, რომელიც შარშან იანვარში მრჩევლად ახლდა მოსკოვში ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის, რუსეთსა და ირანს უწოდა ორი გავლენიანი ქვეყანა მსოფლიოსა და რეგიონში.

XS
SM
MD
LG