Accessibility links

ბარაკ ობამა პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს გიორგი კვირიკაშვილს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა გიორგი კვირიკაშვილს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს. კვირიკაშვილის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერისადმი გაგზავნილ წერილში ობამა საქართველოს აშშ-ის „მნიშვნელოვან პარტნიორად“ მოიხსენიებს. „უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში“, ნათქვამია ობამას მისალოც წერილში. ბარაკ ობამა რწმენას გამოთქვამს, რომ აშშ და საქართველო კიდევ უფრო მეტად განამტკიცებენ თანამშრომლობას და გამოხატავს იმედს, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტში, რომელიც აპრილის მიწურულსა და მაისის დასაწყისში ვაშინგტონში გაიმართება.

XS
SM
MD
LG