Accessibility links

logo-print

მოსკოვის ქსოვილების სახელოსნოში ხანძარს რვა ყირგიზი და ორი უზბეკი ემსხვერპლნენ


ყირგიზეთის რვა მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა მოსკოვის ქსოვილების სახელოსნოში ხანძრის შედეგად. დაღუპულთა შორის არიან ასევე ყირგიზული წარმოშობის რუსეთის ორი მოქალაქე და ორი უზბეკი. ამის თაობაზე ცნობა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მეხანძრეებს დასჭირდათ ხუთი საათი სამი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად. არ არის ცეცხლის გაჩენის მიზეზი დადგენილი. სახელოსნოს ტერიტორია დაქირავებული ჰქონდა ყირგიზ ბიზნესმენ, ალიმ ტოგუზანოვს. მისმა ძმამ უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ბიზნესმენის ვაჟია დაღუპულებს შორის.

XS
SM
MD
LG