Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანები საუდის არაბეთში გაიგზავნა


გუშინ საუდის არაბეთში გაიგზავნა საქართველოს კომპანია „დელტის“ მიერ დამზადებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების მორიგი პარტია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა. „დელტამ“ საუდის არაბეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც მყიდველისთვის რამდენიმე ათეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებას ითვალისწინებს. პროექტის საერთო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს. დანიშნულების ადგილას ჯავშანმანქანები 31 იანვარს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სატვირთო თვითმფრინავით გაიგზავნა.

XS
SM
MD
LG