Accessibility links

logo-print

რუსეთს სურს გამოიკვლიონ თურქეთის ბრალდება საჰაერო სივრცის დარღვევის გამო


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ანკარის ბრალდება, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორის, იგორ კონაშენკოვის თქმით, ანკარის ბრალდებას არ ამაგრებს არავითარი ფაქტიური მონაცემები, ის წარმოადგენს წინასწარ განზრახულ პროვოკაციას. თურქეთმა განაცხადა, რომ ნატოს რადარებმა შენიშნეს რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში 29 იანვარს, რითიც უარყვეს რუსეთის ბრალდება, რომ დარღვევაზე ლაპარაკი წმინდა წყლის პროპაგანდა იყო. ანკარის თანახმად, რუსეთის „სუ 34-მა“ დაარღვია საჰაერო სივრცე გაფრთხილების მიუხედავად ორი თვის შემდეგ მას მერე, რაც თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და რასაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება მოჰყვა. კონაშენკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის არმიას აქვს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია თურქეთის ავიაციის მიერ სირიის საზღვრისპირა სოფლის დაბომბვა. ვიდეო ეკუთვნის სირიის შეიარაღებულ ძალებს და სირიის ოპოზიციურ ჯგუფს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ახლა, კონაშენკოვის თქმით, ელის ნატოს, პენტაგონისა და თურქეთის არმიისგან განმარტებას.

XS
SM
MD
LG