Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი, პოროშენკო: რუსეთის მიმართ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოუწოდა ევროპის კავშირს, განაახლოს თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც დაწესდა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინაში სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის გაწევის გამო. მერკელმა, უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოსთან ერთად პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დარჩეს, სანამ რუსეთი სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებას, ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო გეგმის სახით, რათა დასრულდეს ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. პოროშენკომ, თავის მხრივ, მოუწოდა დასავლეთს, შეინარჩუნოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. მერკელმა თქვა, რომ კიევთან იმსჯელა 2016 წელს საფინანსო დახმარების გაწევის გარშემო.

XS
SM
MD
LG