Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ახვლედიანი: შარშანდელი ტესტები წინასწარ იყო გამჟღავნებული


თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ირწმუნება, რომ მოსამართლეობის შარშანდელი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები წინასწარ იყო გამჟღავნებული. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სასამართლოს კეთილისმსურველებისგან“ მიღებული დოკუმენტი გააცნო არასამთავრობო სექტორს, რათა მან იმსჯელოს რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. ახვლედიანის თქმით, მისთვის უცნობია ტესტის წინასწარ გამჟავნების ორგანიზატორთა ვინაობა. "ინფორმაცია დიდი ხანია არსებობდა იურიდიულ წრეებში, დადასტურებულად კი ახლა მოვიპოვე დოკუმენტი, რომელიც შესამოწმებლად გადავეცი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. მან პასუხისმგებლობა დააკისრა სწორედ საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს.

XS
SM
MD
LG