Accessibility links

logo-print

სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთი


სირიის შესახებ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთი - მოლაპარაკების მსვლელობაშიც კი სირიაში საჰაერო დარტყმების მოწყობისა და ხმელეთზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების წინსვლის მხარდაჭერისათვის. ჟენევაში 1 თებერვალს, ანუ მოლაპარაკების გახსნის დღესვე, სირიელი ოპოზიციონერების დელეგატებმა გერმანელი ნაცისტების სისასტიკეს შეადარეს რუსეთისა და სირიის მმართველი რეჟიმის მოქმედება და განაცხადეს, რომ არ ჩაერთვებიან მოლაპარაკებაში, სანამ ბოლო არ მოეღება იერიშებს სირიაში. მოლაპარაკებაზე სირიის მთავრობის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, დადებითად ეხმაურებიან მოთხოვნას, გაიხსნას გზები ალყაშემორტყმული დასახლებებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად. არადა, ამასობაში სირიაში მმართველი რეჟიმის სამხედრო შენაერთები განაგრძობენ წინსვლას: მათ დაიპყრეს ქალაქი თელ ჯებენი, რომელიც ახლოს არის ოპოზიციის მიერ გაკონტროლებულ ქალაქ ალეპოს მოსამარაგებელ მარშრუტთან. სირიის მმართველი რეჟიმის იერიშისა და მის მიმართ რუსეთის საჰაერო მხარდაჭერის ფონზე, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფილიპ ჰამონდმა სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

XS
SM
MD
LG