Accessibility links

ავღანეთში ავიაიერიშების შედეგად გაანადგურეს "ისლამური სახელმწიფოს" რადიოსადგური


ავღანეთში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად გაანადგურეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ რადიოსადგური. ამერიკელმა და ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა 2 თებერვალს გამოაცხადეს, რომ ორი საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურებულია პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარე რადიოსადგური „სახალიფოს ხმა“. ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ავიაიერიშების შედეგად მოკლეს ისლამური სახელმწიფოს 29 მებრძოლი. საჰაერო ოპერაციის შედეგად დაიღუპა ასევე რადიოში დასაქმებული რვა პირი. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იმყოფებიან ავღანეთის რამდენიმე რაიონში, რომელიც პაკისტანს ესაზღრვება. რადიო "სახალიფოს ხმა" 2015 წლის ბოლოს შეიქმნა და უკვე რამდენიმე კვირა ავრცელებდა ექსტრემისტების მოწოდებებს ნანგარჰარის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG