Accessibility links

logo-print

საქართველოში აწარმოებენ მოკვლევას მოსამართლეთა ტესტების წინასწარ გამჟღვანებაზე ცნობის გამო


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, მიმდინარეობს მოკვლევა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების წინასწარ გამჟღავნებაზე ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოკვლევა სხვა საკითხებზე, თუმცა არასწორია ინფორმაციის ვადაზე ადრე გამჟღავნება. ასე გამოეხმაურა ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც მოსამართლეობის შარშანდელი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები წინასწარ იყო გამჟღავნებული. მურუსიძის განმარტებით, ამ თემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო კარგა ხანია მუშაობს. მამუკა ახვლედიანი 2 თებერვალს შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც, მისივე თქმით, გააცნო „სასამართლოს კეთილისმსურველებისგან“ მიღებული დოკუმენტი, რათა არასამთავრობო სექტორმა იმსჯელოს რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე.

XS
SM
MD
LG