Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშკირეთში ტრანსსექსუალი მოკლეს


რუსეთიდან მოსული ცნობებით, ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში ტრანსსექსუალი მოკლეს. რუსეთის მედიის ინფორმაციით, ანჟელა ლიკინას ნათესავები და სამართალდამცველები ამბობენ, რომ მას თავს დაესხნენ 1 თებერვალს. ლიკინას, ოფიციალურად ოლეგ ვორობიოვის, შესახებ რუსეთში ბევრმა შეიტყო 2014 წელს, როცა ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, როგორ ამოწმებენ პოლიციელები ავტომანქანაში საჭესთან მჯდომი ლიკინას დოკუმენტებს და გაოცებული რჩებიან, როცა მართვის მოწმობაში მამაკაცის სახელს წაიკითხავენ. ცნობების თანახმად, ტრანსსექსუალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია მისივე ყოფილი ცოლის მეგობარი კაცი. რუსეთსა და ბევრ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ხშირია ჰომოსექსუალებისა და ტრანსსექსუალებისადმი ძალადობა.

XS
SM
MD
LG