Accessibility links

logo-print

პენტაგონი ითხოვს 3,4 მილიარდ დოლარს „რუსეთის აგრესიის“ საწინააღმდეგო ზომებისთვის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშ კარტერის განცხადებით, პენტაგონი ითხოვს 3,4 მილიარდ დოლარს 2017 წელს „რუსეთის აგრესიის“ საწინააღმდეგო ზომებისათვის. ეს თანხა ოთხჯერ აღემატება 2016 წლისთვის გამოყოფილს. კარტერის განცხადებით, რომელიც მან 2 თებერვალს ვაშინგტონში გააკეთა, შეერთებული შტატები აძლიერებს პოზიციებს ევროპაში, რუსეთის აგრესიის ფონზე ნატოელი მოკავშირეების მხარდასაჭერად. გაზრდილი დაფინანსება მოხმარდება აღმოსავლეთ ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდასაც. მთლიანობაში, თავდაცვის ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნასაც პენტაგონი აპირებს 2017 წლისთვის, 582,7 მილიარდ დოლარს აღწევს. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, აშშ-ის სამხედროების წინაშე დგას ხუთი მთავარი გამოწვევა: რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“.

XS
SM
MD
LG