Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ეკონომიკის მინისტრი გადადგა "რეფორმების დაბლოკვის" მცდელობით უკმაყოფილების გამო


უკრაინაში ეკონომიკის მინისტრი, აივარას აბრომავიჩიუსი გადადგა, მისივე განმარტებით, რეფორმების დაბლოკვით გამოწვეული უკმაყოფილების გამო. წარმოშობით ლიტველმა აბრომავიჩიუსმა დღეს კიევში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ და ამის მიზეზია „სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმების დაბლოკვისაკენ მიმართული ძალისხმევის მკვეთრად გააქტიურება“. აბრომავიჩიუსი და ფინანსთა მინისტრი, შეერთებულ შტატებში დაბადებული ნატალი იარესკო 2014 წლის დეკემბერში დაინიშნენ კაბინეტის წევრებად. აბრომავიჩიუსის გადადგომის ფონია პარლამენტში მზარდი უკმაყოფილება პოროშენკოს მთავრობის მუშაობით და გავლენიან ოლიგარქებთან დაკავშირებული პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის დაპირისპირებით.

XS
SM
MD
LG