Accessibility links

logo-print

ნინო გვენეტაძე: საკვალიფიკაციო კონკურსის შედეგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნის მიხედვით გადაიხედება


მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კონკურსის შედეგები იმის მიხედვით გადაიხედება, თუ რა დასკვნას გამოიტანს შემოწმების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ამის შესახებ დღეს თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. მან დაადასტურა, რომ ერთ-ერთი კონკურსანტის ირინა ხერხეულიძის სადოქტორო ნამუშევრის ხელმძღვანელი იყო. შეკითხვას, რომ სწორედ ხერხეულიძის შედეგმა, 100 შესაძლებელიდან ასივე ქულის მიღებამ გამოიწვია ეჭვი, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები წინასწარ იყო გამჟღავნებული, გვენეტაძემ უპასუხა, რომ პირადად მისთვის საეჭვო არაფერი ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ მოსამართლეობის შარშანდელი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები წინასწარ იყო გამჟღავნებული. მისივე თქმით, იურიდიულ წრეებში დიდი ხნის განმავლობაში არსებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ახლახან მოიპოვა და შესამოწმებლად გადასცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

XS
SM
MD
LG