Accessibility links

მარგველაშვილი: საქართველო, რომელიც პროდასავლური სახელმწიფოა, დასავლური სახელმწიფო უნდა გახდეს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოვიდა ტრადიციული მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ. მარგველაშვილის განცხადებით, „პროდასავლური სახელმწიფოდან“, რომელიც საქართველო დღეს არის, ახლა ნათლად უნდა განისაზღვროს მიზანი: დასავლური სახელმწიფოს აშენება. მარგველაშვილის შეფასებით, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე არც 2016 წელი იქნება იოლი და საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი „მნიშვნელოვანი კონკურენტული შესაძლებლობები“. ამ მხრივ, მარგველაშვილმა შეაქო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ინიციატივა მოიცავს, მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებულ რეფორმას. მარგველაშვილმა ისაუბრა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების აუცილებლობაზეც - განაცხადა, რომ „აუცილებელია გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები შეიცვალოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით. მარგველაშვილმა ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზეც და ახსენა „რბილი ძალა", რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ეს ქვეყანა იყენებს. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოვლენ მხოლოდ პარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელები. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, პარლამენტში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG