Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გაიზარდა რუსეთთან ღია კონფლიქტის საფრთხე


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ფიქრობს, რომ დონბასში რუსეთთან ღია კონფლიქტის საფრთხე ახლა უფრო სერიოზულია, ვიდრე შარშან იყო. პოროშენკო გერმანიის გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე ამჟამად იმყოფება 8000-მდე რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ომისათვის მზადებაში და კიევს ამ საკითხზე არანაირ განმარტებებს არ აძლევენ. პოროშენკო ევროკავშირს მოუწოდებს, არ მოუხსნას სანქციები რუსეთს. უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნებს არაერთხელ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომ დონბასში სეპარატისტების მხარეს იბრძვიან რუსეთის მოქალაქეებიც, მათ შორის სამხედრო პირები.

XS
SM
MD
LG