Accessibility links

logo-print

ერაყელი ქურთების ლიდერს სურს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე


ერაყში ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე. ბარზანი თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს აგრეთვე, რომ „დიდი შეცდომა“ იყო რეგიონში ქვეყნების საზღვრების ისე გავლება, რომ ქურთები ერთმანეთისაგან დაშორებული აღმოჩნდნენ. ახლა, მისი აზრით, დადგა დრო, როცა ქურთმა ხალხმა რეფერენდუმის მეშვეობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ ბედზე. რეფერენდუმის ჩატარების მიზანია, ბარზანის განმარტებით, არა სახელმწიფოებრიობის გამოცხადება, არამედ დამოუკიდებლობის საკითხზე ქურთი ხალხის ნების და შეხედულების გარკვევა. ნავთობის გაიაფებასთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ქურთების სამხედრო წარმატებებმა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ერაყელ ქურთებს შორის კვლავ გააძლიერა დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი. ბოლო წლებში ქურთებმა ერაყში თავიანთი ავტონომია გაამყარეს თურქეთთან დამაკავშირებელი ნავთობსადენის გაყვანით და ნავთობის დამოუკიდებელი ექსპორტით. მაგრამ მოსალოდნელია, რომ ქურთების დამოუკიდებლობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯები წინააღმდეგობას წააწყდება არამარტო ბაღდადიდან, არამედ თურქეთისაგან და შეერთებული შტატებისგანაც.

XS
SM
MD
LG