Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სასამართლომ გააუქმა 149 პირისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი


ეგვიპტეში სასამართლომ გააუქმა ისლამისტების მომხრე 149 პირისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. ისინი გასამართლებულ იქნენ ისლამისტი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის დამხობის შემდეგ, 2013 წლის აგვიტოსში 11 პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით. სასიკვდილო განაჩენის გაუქმების შემდეგ მათ საქმეს ხელახლა განიხილავს სხვა სასამართლო. 143 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს გასული წლის მაისში, როცა მასობრივი გასამართლების და მასობრივი სასიკვდილო განაჩენების გამოტანას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა დასავლეთიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან. მასობრივი განაჩენების ფონი იყო ეგვიპტის მმართველი რეჟიმის მიერ „მუსლიმთა საძმოს“ მხარდამჭერთა დევნა.

XS
SM
MD
LG