Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელმა სირიის საკითხზე მოლაპარაკების გადადება მოითხოვა


გაეროს წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურამ გამოაცხადა „დროებითი პაუზის“ აღება მოლაპარაკებაში, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომის მოწესრიგების თაობაზე ჟენევაში მიმდინარეობს. 3 თებერვალს სირიის სამთავრობო დელეგაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე მისტურამ განაცხადა, რომ შემდგომი შეხვედრის დღედ 25 თებერვალი დასახელდა. „ერთკვირიანი წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა დაინტრესებულ მხარეს“, - აღნიშნა მისტურამ და არასწორი უწოდა ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას. ჟენევაში მყოფი სირიის ოპოზიციის ლიდერებმა ითხოვეს, რომ ჰუმანიტარული დახმარება ალყაში მყოფ სირიის ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ 18 დასახლებულ პუნქტში გაიგზავნოს.

XS
SM
MD
LG