Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის მინისტრი ბაქოში გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით


სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კალაძე აზერბაიჯანის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიის, ,,სოკარის" პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს შეხვდება. სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრისას განხილული იქნება მიმდინარე საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები.

XS
SM
MD
LG