Accessibility links

logo-print

საზოგადოების წარმომადგენლები გააპროტესტებენ გოგი თოფაძის განცხადებას


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „მრეწველთა“ ფრაქციის თავმჯდომარის გოგი თოფაძის განცხადებას დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან გააპროტესტებენ საზოგადოების წარმომადგენლები. 14 საათზე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები თოფაძეს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. 3 თებერვალს, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა. იმავე საღამოს ტელეარხ „პირველთან“ ინტერვიუში თოფაძემ განაცხადა, რომ ჟურნალში "დრო მშვიდობისა" გამოქვეყნებულ სტატიაში მარგველაშვილმა ქართველ ხალხს მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დღეს გოგი თოფაძემ ჟურნალისტები გააძევა თავისი კაბინეტიდან პარლამენტში. სააგენტოს ინფორმაციით, მედიასაშუალებებისწარმომადგენლებს თოფაძისგან სურდათ კომენტარი მისი გუშინდელი განცხადების გამო. "პირდაპირი ეთერის გარდა კომენტარს არსად არ გავაკეთებ, "რუსთავი 2"-ს კი საერთოდ პატივს არ ვცემ", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

XS
SM
MD
LG