Accessibility links

logo-print

დადასტურდა, რომ ბათუმში ახალგაზრდა ქალი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა


ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ორი დღის წინ ბათუმში, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილს ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადება, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპის მწვავე ვირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, გარდაცვალების ყველა შემთხვევა დაკავშირებულია თანმდევ, სერიოზულ ქრონიკულ დაავადებებთან. ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა, გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შეფასებით, საქართველოში გრიპით დაავადების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია და ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

XS
SM
MD
LG