Accessibility links

დასავლეთი კიევს ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს


დასავლეთის ლიდერებმა დადებითი შეფასება მისცეს რეფორმების განხორციელებისაკენ მიმართულ იმ ძალისხმევას, რომელსაც თანამდებობიდან გადადგომამდე იჩენდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრი. აივარას აბრომავიჩიუსმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ ტოვებს პოსტს, მმართველი პოლიტიკური ძალების ზოგიერთი წარმომდგენლის მხრიდან, რეფორმების დაბლოკვით გამოწვეული უკმაყოფილების გამო. აბრომავიჩიუსი ატარებდა უკრაინისათვის რეალური რეფორმებისაკენ მიმართული „მტკიცე ეკონომიკურ პოლიტიკას“, - განაცხადა 4 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, რომელმაც მოუწოდა კიევს, რათა შემდგომშიც გაატარონ ასეთი ანტიკორუფციული ზომები. კიევში აშშ-ის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებმა განაცხადეს, რომ „ღრმად იმედგაცრუებულნი არიან“ აბრომიავიჩიუსის გადადგომით და გამოთქვეს იმედი, რომ უკრაინა გააგრძელებს რეფორმებს. უკრაინამ ეკონომიკური რეფორმების გატარების სანაცვლოდ მიიღო დაპირება, რომ მიიღებდა 17 მილიარდი დოლარის სესხს აშშ-ის, ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. წარმოშობით ლიტველმა აბრომავიჩიუსმა 3 თებერვალს კიევში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ და ამის მიზეზია „სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმების დაბლოკვისაკენ მიმართული ძალისხმევის მკვეთრად გააქტიურება“.

XS
SM
MD
LG