Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს სირიის მეამბოხეთა პოზიციების დაბომბვა


მას შემდეგ, რაც ჩაიშალა სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გაეროს შუამავლობით, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები, - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოუწოდა მოსკოვს, რათა შეწყვიტოს სირიელ მეამბოხეთა პოზიციების დაბომბვა. სატელეფონო საუბარში კერიმ მის რუს კოლეგა, სერგეი ლავროვს შეახსენა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტას და ჰუმანიტარული დახმარების დაწყებას, გაეროს უშიშროების საბჭოს არსებული რეზოლუციაც მოითხოვს. ლონდონში, სირიის კონფლიქტის თაობაზე მიმდინარე დონორთა კონფერენციაზე კერიმ აღნიშნა, რომ ის და ლავროვი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის განხორციელების თაობაზე მსჯელობის მნიშვნელობაზე.

XS
SM
MD
LG