Accessibility links

logo-print

ლონდონში სირიის თაობაზე დონორთა კონფერენცია მიმდინარეობს


4 თებერვალს ლონდონში დონორთა კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები მსჯელობენ 9 მილიარდ დოლარამდე თანხის შეგროვებაზე, რაც სირიაში ხუთწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად დაზარებულებს უნდა მოხმარდეს. კონფერენციას ესწრებიან 70 ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც 4,6 მილიონამდე სირიელი ლტოლვილის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გეგმა უნდა შეიმუშაონ. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ გერმანია სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად 2018 წლამდე 2.6 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ბრიტანეთი 2020 წლისათვის ამავე მიზნისათვის 1,7 მილიარდ დოლარს გამოყოფს, სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თქმით, მნიშვნელოვანი წვლილის გაღებას აპირებს აშშ-ი. 1 თებერვალს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცი „ოქსფამმა“ დაადანაშაულა სირიის კონფლიქტში ჩაბმული ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, რომლებიც არ ეხმარებიან კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს. სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისა და ოპოზიციის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მიმდინარე ხუთწლიან სამოქალაქო ომს სულ მცირე 250 ათასი კაცის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG