Accessibility links

სალომე ასათიანის ინტერVIEW უჩა ნანუაშვილთან


ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემა „ინტერVIEW“-ში სალომე ასათიანის სტუმარია საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. სახალხო დამცველი წარმოადგენს კონსტიტუციურ ინსტიტუტს, რომელიც ზედამხედველობას უწევს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას - პრინციპებისა, რომლებიც, ალბათ შეიძლება ვთქვათ, საქართველოში ჯერჯერობით არც საზოგადოებრივი აზრის ბირთვს წარმოადგენს, და არც პოლიტიკური კონსენსუსისა. ადამიანის უფლებები საქართველოში ჯერაც ძალიან ხშირად და სხვადასხვაგვარად ირღვევა. აკეთებს თუ არა სახალხო დამცველი საკმარისს საიმისოდ, რომ კონსენსუსი შეიცვალოს და „ადამიანის უფლებები“ ზოგადი და აბსტრაქტული ცნებებიდან რეალურ, გათავისებულ და დაცულ პრინციპებად იქცეს?

XS
SM
MD
LG