Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადააყენეს გორის საკრებულოს თავმჯდომარე


თანამდებობიდან გადააყენეს ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პაპუნა კობერიძე. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 15-დან 8 წევრმა. პაპუნა კობერიძეს უნდობლობა გამოუცხადეს პარტიების „თავისუფალი დემოკრატების,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ სულ შვიდმა წევრმა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საკრებულოს წევრებს „ქართული ოცნებიდან,“ ლეიბორისტული პარტიიდან და „დემოკრატიული მოძრაობიდან.“ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ პაპუნა კობერიძემ საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიული პროცესი უწოდა. „თუმცა რა დგას ამის უკან და რა ძალებს სურთ ქალაქ გორში ძალაუფლების ხელში აღება, ცალკე ანალიზის თემაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუნა კობერიძემ.

XS
SM
MD
LG