Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამეტაპიანი პროექტი „ახალი ტფილისი“ აღმაშენებლის გამზირის და „მშრალი ხიდის“ ტერიტორიის გარდა, მოიცავს გუდიაშვილის მოედნის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას და აღმაშენებლის გამზირის პარალელურად პარკების სისტემის აღდგენას მე-19 საუკუნის რუკების მიხედვით. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უნდა შეიქმნას სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე. „ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა და ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ. უნდა შეიქმნას განწყობა და მომავლის რწმენა და ამაში ყველა ერთად უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან დღეს პირადად დაათვალიერა აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები.

XS
SM
MD
LG