Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი კუბაში ისტორიულ შეხვედრას გამართავს რუსეთის ეკლესიის მეთაურთან


რომის პაპი ფრანცისკე მომავალ კვირაში კუბაში ისტორიულ შეხვედრას გამართავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილესთან - ამ ცნობას ვატიკანი ავრცელებს. 12 თებერვალს დანიშნული ეს შეხვედრა იქნება პირველი კათოლიკური და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს შორის. ორი ეკლესია ჩამოყალიბდა 1054 წლის დიდი სქიზმის შედეგად და მას შემდეგ რამდენიმე საკითხზე ვერ თანხმდება, მათ შორის პაპის უზენაესობაზე. რუსეთის ეკლესია კათოლიკურ ეკლესიას ადანაშაულებს მრევლის გადაბირებაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, კირილე პაპთან შეხვედრას გამართავს, რადგან გაჩნდა საჭიროება ერთობლივი პასუხი შემუშავდეს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანი უმცირესობის დევნის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG